მთავარი > სტატიები > მორყეული სახლი და უსახსრო გამგებელი

მორყეული სახლი და უსახსრო გამგებელი


გორის რაიონის სოფელ ატენში მცხოვრები ლამარა ბზიშვილი, რომელიც შვილ მკვდარი დედაა, ითხოვს დახმარებას. დარჩენილი სამი შვილიდან ერთი ფსიქიურადა დაავადებულია. ერთი შვილი ცეცხლში დაეწვა. მძიმე პირობებში ცხოვრების გამო დიდი ხანია გორის გამგეობას და პრეზიდენტის ადმინისტრაციას აწუხებს, თუმცა სწერენ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები არაა საკმარისი. 14 სექტემბერს კი გორის საკრებულომ და გამგეობამ 108 000 ლარიანი ჯიპისთვის თანხები გამოძებნა. საკრებულოს თავმჯდომარე მხრებს იჩეჩავს, რადგან ჯიპის შეძენის დროს შვებულებაში 16 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე ვიყავიო.

,,განცხადებებით დავდივარ უკვე დიდი ხანია თუმცა დახმარების იმედიც დავკარგე. არავინაა ჩემი პატრონი. ერთხელ გამგეობაში მივედი. ვერაფრით დამეხმარნენ. შემდეგ პრეზიდენტსაც გავუგზავნე წერილი სადაც ვწერდი, რომ გორის გამგეობის და თვითონ გამგებლის იმედი აღარ მქონდა, მაგრამ იქიდან დამარიგეს: ისევ გამგეობას მიმართე ვალდებულები არიან დაგეხმარნონო. ახლა ვარ მხოლოდ ჩემი პენსიის და სოციალური დახმარების იმედით, რომ თვიდან-თვემდე თავი გავიტანო” – ამბობს ლამარა ბზიშვილი.

ლამარა ბზიშვილი დანგრეული სახლის შეკეთებას ითხოვს. სახურავის გამოსაცვლელად გამონაცვალი ძველი შიფერი მაინც მიეცათ, ერჩივნა. ითხოვა სამშენებლო მასალაც, თუმცა გამგეობამ წერილობით ყველაფერზე უარი უთხრა.

,,მასალა არ გვაქვსო არადა გზის ნაპირას ვცხოვრობ და ვხედავ ყოველდღიურად რამდენი მანქანა დადის მასალით დატვირთული. ვისთან აღარ ვარ მისული დასახმარებლად ჩემი სოფლის გამგებელსაც მივმართე ძალიან კარგი ადამიანია მაგრამ ასეთი პასუხით გამომისტუმრა ჩემი თავი მიჭირს და შენ რითი დაგეხმაროვო. ხალხიც რომ მხედავს რა დღეში ვარ და როგორ პირობებში ვცხოვრობ მეუბნებიან ხმიადაშვილი კარგი კაცია მიაკითხეო მივაკითხე მაგრამ რა არის საშველი.” – აგრძელებს ლამარა ბზიშვილი.

იმის იმედით, რომ გამგებელი კარგი კაცია, გამგეობის შენობაში სულ სხვანაირი ხალხი დახვდა:

,,გამგეობაში რომ წავედი თავიდან და ჩემი განცხადების პასუხი მოვითხოვე ხუროშვილმა (ეკონომიკური სამსახურის სპეციალისტი – რედ) გამომიცხადა რატო მაწუხებ აქ ჩამოსვლით. თუ ფული გაქვს იარე მაგრამ გზის ფულს რატო ხარჯავ როცა მექნება მერე ჩემით დაგეხმარებიო.” – იხსენებს ლამარა ბზიშვილი.

ლამარა ბზიშვილი წლების წინ საშუალო სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა. შემდეგ შემცირებაში მოაყოლეს და გაანთავისუფლეს პენსიონერობის გამო. თან სკოლაში მუშაობის პერიოდში პენსიით წვრილმან ნივთებს ყიდულობდდა და ყიდდა, ამით 5 თეთრი რჩებოდა.

,,ახლა კი თქვენც მხედავთ რა დღეში ვარ. ამ ლაპარაკისაც კი მეშინია მაგრამ რავქნა ასეთი გამწარებული რომ არ ვიყო და ამ გაუსაძლის პირობებში არ ვიმყოფებოდე ხმას არ ამოვიღებდი.” – დაასრულა თხრობა ლამარა ბზიშვილმა.

თამარ კაჯილაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

კატეგორიები:სტატიები
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: