არქივი

Archive for ივლისი, 2010

შოუბიზნესად ქცეული 7 აგვისტო გორში…

ივლისი 26, 2010 2 comments

ტალიავინის დასკვნის მიხედვით, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა იერიში ქალაქ ცხინვალზე 2008 წლის 7 აგვისტოს მიიტანეს. ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს ხელისუფლებამ ერთი წლისთავზე 2009 წლის 7 აგვისტოს გორში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გამართა. უფრო მეტიც, ვიცე-გუბერნატორ ზურაბ ჩხეიძის თქმით, აგვისტოს დასაწყისში საზეიმო ღონისძიებებს, კერძოდ გორის ციხეობას ჩაეყრება საფუძველი, რაშიც ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები გამოიყოფა. მაგალითად, 2009 წლის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მხოლოდდამხოლოდ ერთი დღის აღსანიშნავად, 157 000 ლარი დაიხარჯა. წაიკითხე მეტი…

მეღვრეკისში სარწყავი წყალი საკრებულოს სხდომას ,,არ დაელოდა”


გიორგი ედიშერაშვილი, მეღვრეკისიდან

დღეს 25 ივლისს ორ კვირიანი პაუზის შემდეგ გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში მოსახლეობამ კომპანია ,,მტკვარი ემ”-ის ხელმძღვანელობა იძულებული გახადა საწყავი წყალი გამოეშვა. თავყრილობაზე მოსახლეობა სოფლის რწმუნებულს თემურ ტეტუნაშვილს შეხვდა და ახსნა განმარტება მოსთხოვა. თემურ ტეტუნაშვილმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან კომპანია ,,მტკვარი ემ”-ის ანგარიშზე გადმორიცხულია თანხა, მაგრამ საჭიროა საკრებულოში სხდომის გამართვაო: ,,საკრებულოს სხდომა სამშაბათს იქნება და იქ დაამტკიცებენ პერიოდს როცა წყალი მოვა” – გაურკვეველი ტექსტებით მოახსენა ინფორმაცია თემურ ტეტუნაშვილმა მოსახლეობას. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:სტატიები

ნიქოზის ახალი მატარებელი ნატურალურ ხილს თბილისში ვეღარ ჩაიტანს


დღეს ნიქოზის ბაქანზე შუადღის 12 საათზე კარგად გადაღებილი, ჯერ კიდევ 1977 წელს რიგაში დამზადებული ელექტრომატარებელი უგრაფიკოდ შევიდა. ხვალიდან ის რეისებს თბილისის მიმართულებით სისტემატიურად შეასრულებს. ამ მატარებლით ძირითადად გორის რაიონის მოსახლეობა ხილის გადაზიდვას დედაქალაქისკენ ახორციელებდა. ამიერიდან გლეხებს მატარებელში ტვირთის შეტანა აეკრძალათ.დღეს 4 ვაგონიან მატარებლის ერთ ვაგონში სტუმრები ისხდნენ – გუბერნატორის ადმინისტრაციის, გამგეობის, გორის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები და გორის რესურსცენტრის უფროსის მიერ დაბარებული სკოლის პედაგოგები. ახალ სკამებზე ასევე ისხდნენ რაიონის გამგებელი დავით ხმიადაშვილი, მისი ახლად დანიშნული პირველი მოადგილე ,,ვინმე მეტივიშვილი”. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:სტატიები

შიდა ქართლის საგუბერნატორო საკანდიდატო ძიება

ივლისი 2, 2010 6 comments

თამარ ოქრუაშვილი

შიდა ქართლიდან სტალინის ძეგლისა და ლადო ვარძელაშვილის ერთდროულად ,,გადაადგილების” შემდეგ, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე დასანიშნ რამდენიმე კანდიდატურაზე კულუარებში ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი მათგანი, რომლის შესახებაც  რამდენიმე დღის მანძილზე საუბრობენ, ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილია. მისი პოლიტიკური კარიერა შიდა ქართლში ყოფილი რწმუნებულის მიხეილ ქარელის გუბერნატორობის მრჩევლობის დროიდან იწყება. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:სტატიები