არქივი

Archive for the ‘ახალი ამბები’ Category

სტუდენტთა ხელმისაწვდომ დაზღვევაზე გორშიც ისაუბრეს

სექტემბერი 20, 2011 დატოვე კომენტარი

პროფკავშირების ახალგაზრდა კლუბის ხელმძღვანელები ნუკრი ყველაშვილი და ნათია სვანიძე სტუდენტებს გორში მეგობრობის ხიდის – ,,ქართლოსი” – ოფისში შეხვდნენ. საუბარი სტუდენტთა დაზღვევის თემას შეეხო, სადაც მონაწილეობა სხვა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების გორელმა სტუდენტებმა მიიღეს. სტუდენტთა ჯანმრთელობის პოლისით უზრუნველყოფა დამსწრეთაგან ყველას მოეწონა. განსაკუთრებით ივანე ჯავახშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურობდნენ. გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა კი ,,ხმადაბლა” თქვეს – ,,ნეტავ ჩვენი თვითმმართველობა და რექტორი რას იტყვის?” ახალგაზრდული პროექტი: ,,ხელმისაწვდომი დაზღვევა სტუდენტებისათვის” საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანი 104 000 სტუდენტის ჯანმრთელობის პოლისით უზრუნველყოფაა. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ახალი ამბები

სასამართლო პროცესზე მკვლელობაში ბრალდებულმა სპეცნაზელმა საკუთარი თავი ღმერთს მიანდო

სექტემბერი 16, 2011 დატოვე კომენტარი

ნინო კობერიძის დედა სასწრაფოს მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ნინო კობერიძის დედა სასწრაფოს მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო გერგაულმა მკვლელობაში ბრალდებულს, სპეცნაზის თანამშრომელს ზურაბ მალიძეს სასჯელის ზომად 3 წელი 6 თვე განუსაზღვრა. სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც პროკურორმა მორის ჩუბინიძემ მალიძეს წარუდგინა, 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რუსთაველ მალიძეს ქარელის რაიონის სოფელ კნოლევში 25 წლის ნინო კობერიძის გაუფრთხილებლობით მკვლელობა ედება ბრალად. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მცირე სასჯელს აპროტესტებენ. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ახალი ამბები

ვარძელაშვილის კადრები და დავით ტყეშელაშვილის სანათელმირონონი ბრუნდებიან

სექტემბერი 16, 2011 დატოვე კომენტარი

2010 წლის 11 ივლისი - ლადო ვარძელაშვილის გადადგომა

2010 წლის 11 ივლისი - ლადო ვარძელაშვილის გადადგომა

შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის, გამგეობის და საკრებულოს აპარატში მომუშავე მუშა-მოსამსახურეებმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე პირადი განცხადებები დაწერეს. ამთაგან, ზოგი განცხადება კმაყოფილდება, ზოგს სამსახურში ტოვებენ. განცხადებების დაწერა ახალი გუბერნატორის დანიშვნის დღესვე მოხდა. 2011 წლის 14 სექტემბერს შიდა ქართლში გუბერნატორად გიგა ტატიშვილი დაინიშნა. ამ ამბავს საკრებულოში და გამგეობაში უმრავლესობა ოვაციებით და სიხარულით შეხვდა. ეს ის ხალხია, რომელსაც ზურაბ არსოშვილის საკადო პოლიტიკა პოსტვარძელაშვილისეულ პერიოდში არ შეეხო, თუმცა დღე-დღეზე ელოდნენ გათავისუფლებას. გამგეობის და საკრებულოს აღნიშნული თანამშრომლები სიხარულს და ოვაციებს არც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან მალავენ. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ახალი ამბები

საკრებულომ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ,,ქართლის ხმის” ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა

სექტემბერი 16, 2011 დატოვე კომენტარი

საკრებულო ხმის მიცემის პროცესში

საკრებულო ხმის მიცემის პროცესში

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა არ დაკმაყოფილეს გაზეთ ,,ქართლის ხმის” რედაქტორის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც გამგებლის 2011 წლის 3 ივნისის ბრძანება გახდა სადავო. ადმინისტრაციული საჩივრით რედაქტორი ბრძანების გაუქმებას და საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემის დავალდებულებას ითხოვდა.საქმე იმაშია, რომ ,,ქართლის ხმის” რედაქტორმა ჯერ კიდევ 2011 წლის 3 ივნისს განცხადებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა და მოითხოვა გორის დრამატული თეატრისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის დეტალურ ინფორმაციის მიღება. გამგეობამ გაზეთს გასცა პასუხი, რომელსაც თან გორის დრამატული თეატრის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ამსახველი დოკუმენტაცია ახლდა. ,,ქართლის ხმის” რედაქტორი საბა წიწიკაშვილი თვლის, რომ ინფორმაცია არასრული სახით მიიღო, რადგან ის დეტალურ ინფორმაციას ფინანსების ხარჯებთან (საწვავი, მივლინებები და სხვა აქტები) დაკავშირებით გულისხმობდა. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ახალი ამბები

ახალ გუბერნატორს გორის გამგებელმა 108 000 ლარიანი ჯიპი დაახვედრა

სექტემბერი 14, 2011 დატოვე კომენტარი

დღეს, 14 სექტემბერს, 14 საათზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გორის ადმინისტრაციულ შენობაში აცნობეს, რომ ახალ გუბერნატორის შესახვედრად მომზადებულიყვნენ. აწ უკვე ყოფილი გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიგა (გიორგი) ტატიშვილმა შეცვალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ტყეშელაშვილმა ახალი კადრი მხოლოდ სახელისუფლებლო არხების ჟურნალისტების თანდასწრებით წარადგინა. წარდგენიდან ნახევარი საათის შემდეგ ახალმა გუბერნატორმა ადგილობრივ პრესის ჟურნალისტებს შეხვედრაზე უარი უთხრა – ორი დღის შემდეგ დამირეკეთო. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ახალი ამბები

ძველი და ახალი ტრაქტორისტების პრობლემები ურბნისში

სექტემბერი 13, 2011 დატოვე კომენტარი

ქეა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ტრაქტორების დარიგების პროცესში

ქეა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ტრაქტორების დარიგების პროცესში

400 კომლიან სოფელ ურბნისში 12 მუშა ტრაქტორი ჰყავთ. მიუხედავად ტრაქტორების სიმრავლისა, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას 13 კაცმა ახალი ტრაქტორის გამოყოფის მოთხოვნით მიმართა. ურბნისელების წერილი განსახვილველად ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელს ილია ბურჯანაძეს გადაეგზავნა. ბურჯანაძის დაწერილ პასუხში კი აღნიშნულია, რომ გამგეობა აღნიშნულ პრობლემაზე მომავალში იზრუნებს. როგორც გაირკვა, სოფელს ,,მთავრობა” ორ ცალ ტრაქტორს უგზავნის. ეს ქარელის გამგეობაში გამართულ თათბირზე დღეს გადაწყდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში სოფელ ურბნისში რამდენიმე ადამიანმა მთავრობის ტრაქტორების გამოჩენა და ჩატანა არ ისურვა. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ახალი ამბები

რა ხდება ძლევიჯვარში ინდოელზე მიყიდულ 1 მლნ 521 747 კვ.მ მიწის ნაკვეთის ირგვლივ

სექტემბერი 12, 2011 დატოვე კომენტარი

ქარელის რაიონში ინდოელმა მოქალაქემ, კომპანია ,,Ace Holding”-ის დირექტორმა, სახელად რამანდიპსინგჰ რანჯიტსინგჰ ბატთ აკა ბჰატტ-მა. 1 მლნ 521 747 კვ.მ მიწის ფართობი ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე იყიდა. აღნიშნული ფართობის შეძენაში ინვესტორმა 202 390 ლარი გადაიხადა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა კვების პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია. თუმცა, როდის აწარმოებდა ეს კომპანია ამ პროდუქტებს, საკითხავია, რადგან კომპანია ,,ეის ჰოლდინგი” საქართველოშ 2011 წელს დარეგისტრირდა. ინდოელი მოქალაქე აღნიშნული კომპანიის ერთპიროვნული მმართველი და დირექტორია, ასეა საჯარო რეესტრის მონაცემებში დაფიქსირებული. ამ 150 ჰა-დან 52 ჰა სოფელ ძლევიჯვარში მდებარეობს. აუქციონზე გაყიდულ მიწის ნაკვეთს, დღემდე, ადგილობრივები, 22 ოჯახი ამუშავებდა და მოსავალი მოჰყავდა. დამუშავებული და მოსავალმოწეული ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე ინდოელს მიჰყიდა. მიწის იჯარით მფლობელები საკითხს დღესაც გორში არკვევდნენ. წაიკითხე მეტი…

თემურ ხაჩიური: ,,თანამდებობის პირს შესაძლოა 3 საათიც კი დაელოდოთ”

სექტემბერი 12, 2011 დატოვე კომენტარი

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ხაჩიური

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ხაჩიური

გორში სადგურის დასახლებაში 3 თვეა კანალიზაციის და სასმელი წყლის რეაბილიტაცია ერთად მიმდინარეობს. კომპანია არქმშენსტუდია 2002, რომლის დირექტორი 2010 წლის ნოემბერში დაკავებული იყო და საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს, ერთ-ერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. სადგურის დასახლების მაცხოვრებლები ამ მასშტაბური პროექტის წარუმატებლობაზე გუბერნატორთან საჩივლელად მივიდნენ, თუმცა არსოშვილს ალიკა მაკახიძის ჩატარებული სამუშაოების შესახებ სასაუბროდ ვერ შეხვდნენ. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ახალი ამბები

გორში 60 ბიბლიოთეკარი გაათავისუფლეს

სექტემბერი 12, 2011 დატოვე კომენტარი

გორის ცენტრალური საჯარო ბიბლიოთეკის ახლადდანიშნული დირექტორის სოფიო ტალახაძის თქმით, გამგეობასთან შეთანხმებით შტატები შემცირდა. 60 თანამშრომელი დაითხოვეს, ძირითადად შტატში – 12 თანამშრომელი დარჩა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დარჩენილ ბიბლიოთეკას ,,გორის საჯარო ბიბლიოთეკა” დაერქვა, ხოლო აღნიშნული რეფორმით 25 000 ლარი გამოთავისუფლდა. ბიბლიოთეკები ძირითადად სოფლებში გაუქმდა. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ახალი ამბები

ნიქოზის კაშხალი ახლად დამონტაჟებულმა მე-7 ტუმბომ მწყობრიდან გამოიყვანა

სექტემბერი 12, 2011 დატოვე კომენტარი

ნიქოზის კაშხალს ერთ კვირაზე მეტია ელექტროენერგია არ მიეწოდება. ენერგო-პრო ჯორჯიას შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენლის გიორგი ბალახაშვილის ინფორმაციით: ,,კომპანია ,,მტკვარი ემ”-ის კუთვნილი მინაერთი, რომელიც სოფელ ტყვიავში 35 კილოვოლტიან ქვესადგურში მდებარეობს, მწყობრიდან გამოვიდა, კერძოდ დაიწვა ძაბვის ტრანსფორმატორი. რის გამოც კაშხალს შეუწყდა ელექტროენერგია. ამ საკითხის მოგვარება არ არის ჩვენი კომპეტენცია. თუმცა როგორც ვიცი, უკვე შეუძენიათ ძაბვის ახალი ტრანსფორმატორი და დაამონტაჟებენ. შესაბამისად აღდგება ელექტროენერგია” – აცხადებს გიორგი ბალახაშვილი. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ახალი ამბები