არქივი

Archive for ნოემბერი, 2010

ტელეკომპანია ,,თრიალეთის” დირექტორს მოკვლით ემუქრებიან


ქარელის ცენტრში მდებარე რესტორანი ,,ხაშხინკალა” ქურდული გარჩევების ადგილად იქცა. ქარელის საკრებულოს თამჯდომარის მოადგილე ილია ბაბლიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი აღნიშნული რესტორნის კუპეში ტელეკომპანია ,,თრიალეთის” გენერალური დირექტორის ჯონი ნანეტაშვილის ცემით და მოკვლით იმუქრებოდნენ. აღნიშნულ საუბარს გვერდით მდებარე კუპეში შემთხვევით მყოფი ამავე ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი და სახალხო კრების ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო მანჯავიძე ისმენდნენ. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:სტატიები

გორში ,,შუა ქუჩაში” აღარ ივლიან


დღეს გორში ტროტუარების დემონტაჟის სამუშაოები აქტიურად დაიწყო. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის შეფასებით, ეს ტროტუარები ამორტიზირებულია. სინამდვილეში, გამგეობის მიერ დაქირავებული კომპანიის მუშები ტროტუარების ფილების ამოღებას ახორციელებენ. კომპანია ,,მშენებელის” წარმომადგენელმა ვანო ტლაშაძემ ,,ქართლის ხმას” განუცხადა, რომ სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაცია თანხის რაოდენობის შესახებ, მისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:სტატიები