არქივი

Archive for ივლისი, 2011

2008 წლის აგვისტოში დაღუპული გმირების ოჯახებს საჩუქრად შიფერი გადაეცემათ


ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახებს, რომლებიც გორის რაიონშია რეგისტრირებული, 2 აგვისტოს შიფერი გადაეცემათ. აღნიშნულ მასალის შეძენის ხარჯებს – 21 600 ლარს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ფარავს. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ 2011 წლის 28 ივლისს ინდმეწარმე მაკედონ ანანიკოვს ტენდერში გამარჯვების მისალოცი წერილი უკვე გაუგზავნა. ,,გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტია სრულად შეესბამება სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გთხოვთ არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა გაფორმდეს ჩვენს შორის ხელშეკრულება” – სთხოვს საკრებულოს თავმჯდომარე შიფერის მწარმოებელ ინდივიდუალურ მეწარმეს მაკედონ ანანიკოვს, რომელიც გორში შინდისის გზ პირველ კილომეტრზე აწარმოებს შიფრებს. მასალას სულ 11 ოჯახი მიიღებს, ესენია: წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ახალი ამბები

,,ატკატი” გორის საკრებულოსა და პატრულს შორის…


გორის საკრებულოს ბოლო რიგგარეშე 28 ივლისის სხდომაზე ფინანსური სახსრების მარტივი კომბინაცია განხორციელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის დეპუტატებმა საკრებულოს სასარგებლოდ 30 000 ლარიან მანქანის შეძენაზე უარი თქვეს. ასევე უარი თქვეს გორის პატრულის მიერ ამოღებულ და თვითმმართველობის ბიუჯეტში გადარიცხულ ,,ჯარიმებისა და საურავების” – 58 000 ლარზე. საკრებულოს ფინანსური სამსახურის მიერ წარდგენილი განმარტებითი ბარათის მიხედვით, გამოთავისუფლებული 88 000 ლარი (30 000 + 58 000) შს სამინისტროს ადგილობრივი ორგანოებისთვის ავტომანქანის შეძენაზე იქნება მიმართული. ამ ცვლილებას მხოლოდ ერთმა დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან დავით რაზმაძემ არ მისცა ხმა. სხვა ოპოზიციონერი სხდომას არ ესწრებოდა. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ახალი ამბები

სახელმწიფო სტრასბურგში მომჩივან C ჰეპატიტიან პატიმრებს მკურნალობს მხოლოდ


შეხვედრა გორში

შეხვედრა გორში

C ჰეპატიტის საერთაშორისო დღეს გორში 28 ივლისს ორგანიზაციების: ,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის”, კოალიცია ,,ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში”, ა/ო ,,ჰეპა პლიუსი”, ა/ო ,,ახალი ვექტორი” და კავშირი ,,ნაბიჯი მომავლისაკენ” – წარმომადგენლებმა მრგვალი მაგიდა გამართეს. შეხვედრაზე იმ საკითხებსა და სტრატეგიაზე იმსჯელეს, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია, საქართველოში უფრო მეტ ადამიანს მიეცეს C ჰეპატიტზე მკურნალობის და დიაგნოსტირების საშუალება. ამ მხრივ საქართველოში საგანგაშო ვითარებაა. ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 200 000 ადამიანია C ჰეპატიტით ინფიცირებული. რაც მთლიანი საქართველოს მოსახლეობის 6,1%-ია. ამათგან, 2010 წლის მონაცემებით, მხოლოდ 320 პირმა ისიც საკუთარი ძალებით ჩაიტარა მკურნალობა. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ახალი ამბები

უფლისციხის ნაგვიანი გზა


უფლისციხის გზაზე რამდენიმე ადგილას ტურისტებს სტიქიური ნაგავსაყრელი ხვდება. თვალშისაცმები მტკვრის პირა ზოლია. მდინარე ნაგავის ,,გატანის” ერთადერთი საშუალებაა. ადგილობრივი მოსახლეობა ნაგვის ურნების დადგმას და ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვს. სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა კი ამ მიმართულებით არ ჰყოფნით. ადგილობრივი მოსახლეობა ნაგავს ძირითადად მტკვრის პირას ჰყრის. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ახალი ამბები

ერგნეთის გასარწყავიანებისთვის თანხა გამოიყო


გორის რაიონის სოფელ ერგნეთში სარწყავი სისტემის მოწესრიგებისთვის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 391 800 ლარი გამოიყო. აღნიშნული პროექტის განხორცილებელის შემთხვევაში სოფლის იმ ნაწილის გასარწყავიანება მოხდება, რომელშიც ბოლო ორი წელია ნიქოზის კაშხალიდან წყალი ვერ აღწევდა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპეციალისტის მევლუდ კაპანაძის თქმით, ახალი პროექტი სატუმბი მოწყობილობების დამონტაჟებას გულისხმობს. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ახალი ამბები

მეჯვრისხევში ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას სახლ-მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია


ანასტასია ერისთავ-ხოშტარია

ანასტასია ერისთავ-ხოშტარია

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას და მისი მეუღლის დუტუ მეგრელის სახლი სავალალო მდგომარეობაშია. სახლმუზეუმი 70-იან წლებში აშენდა. ანასტასია ერისთავ-ხოშტარია წარმოშობით სწორედ მეჯვრისხევიდან იყო. მისი სახლმუზეუმი სოფლის ცენტრში მდებარეობს და მოსახლეობის მტკიცებით, ბევრი მნახველი ჰყავდა. მეჯვრისხეველებს სურვილი აქვთ, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში დაზიანებული შენობა გარემონტდეს და აღდგეს. მეჯვრისხეველები ადგილობრივ ხელისუფლებას გარკვეულ ინიციატივას სთავაზობენ კიდეც. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ახალი ამბები

სკანდალური აუდიტორული დასკვნა გორის მუნიციპალიტეტის შესახებ


  • საბა წიწიკაშვილი
  • ზვიად ხმალაძე - საკრებულოს თავმჯდომარე; ზურაბ ჩხეიძე - ყოფილი გამგებლის მოადგილე (ამჟამად ვიცე-გუბერნატორი)

    ზვიად ხმალაძე - საკრებულოს თავმჯდომარე; ზურაბ ჩხეიძე - ყოფილი გამგებლის მოადგილე (ამჟამად ვიცე-გუბერნატორი)

    კონტროლის პალატის რევიზორების ყურადღების მიღმა დარჩენილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შემოწმების ფუნქცია კერძო აუდიტორულმა ფირმებმა შეითავსა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობა 2007 წლიდან დღემდე მხოლოდ ერთხელ შეამოწმეს. ,,ქართლის ხმამ” მოიპოვა ეს დოკუმენტი. ის 2010 წლის 31 მაისს შპს ,,ვაგი აუდიტმა” შეადგინა. აუდიტის დასკვნა გორის მუნიციპალიტეტის, მხოლოდ 2007, 2008 და 2009 წლების ბიუჯეტების შედგენისა და შესრულების კანონიერებას ეხება. დანარჩენი წლების 2010 და 2011 წლების აუდიტორული დასკვნის დასაწერად, ექსპერტები ჯერ არ მიუწვევიათ. წაიკითხე მეტი…

    ,,სავარაუდო პოლიტიკური პატიმრები შიდა ქართლში”


    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში შეკრებილ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ის კვლევა წარუდგინეს, რომელიც სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზს წარმოადგენს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ეკა ფოფხაძემ განაცხადა, რომ ორგანიზაცია სიფრთხილით მოეკიდა ,,პოლიტიკურ პატიმრებს”. ,,ჩვენს ორგანიზაციას არ ვანიჭებთ იმხელა მანდატს, რომ ამ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები ვუწოდოთ” – ამბობს ეკა ფოფხაძე. თუმცა, იმ ჯგუფმა, რომელმაც კვლევა ჩაატარა და რომელსაც ეკა ფოფხაძე ხელმძღვანელობდა, დაასკვნა, რომ გამოვლინდა სერიოზული ხარვეზები მართლმსაჯულების განხორციელებისას იმ პირთა მიმართ, რომლებიც საკუთარი ან უახლოესი გარემოცვის პოლიტიკური საქმიანობის ან საზოგადოებრივი აქტივობის გამო, ხელისუფლების შესაძლო ოპონენტებად ითვლებიან. წაიკითხე მეტი…

    კატეგორიები:ახალი ამბები

    დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, საქართველოს ხელისუფლებას, საზოგადოებას…


    უკვე კვირაზე მეტია, არ წყდება ჟურნალისტების საპროტესტო აქციები.
    ქართველი ფოტორეპორტიორები – გია აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე – კვლავ პატიმრობაში რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი ბრალის დამადასტურებელი ფაქტობრივი მტკიცებულებები წარმოდგენილი დღემდე არ ყოფილა.
    წაიკითხე მეტი…

    კატეგორიები:ახალი ამბები

    დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია გორში


    This slideshow requires JavaScript.

    კატეგორიები:ახალი ამბები