მთავარი > სტატიები > ნიქოზის კაშხალის მუშების პროტესტი

ნიქოზის კაშხალის მუშების პროტესტი


ნესტან სადაღაშვილი

სოფელ ნიქოზში დაახლოებით 1 წლის განმავლობაში  შენდებოდა კაშხალი. მას დაქირავებული მუშები აშენებდნენ. კაშხალის აშენება მას შემდეგ გადაწყვიტეს, როდესაც ცხინვალის მხარემ ტირიფონისა და სალთვისის არხი გადაკეტა. ამ ახალი მშენებლობით ქართული მხარე ცდილობს ქართული სოფლები წყლის გარეშე არ დატოვოს.

სამაგიეროდ, ქართულმა მშენებელმა კომპანიაბმა კაშხლის მშენებელი მუშები დატოვეს უხელფასოდ. ეს ის ხალხია რომელიც ე.წ შ.პს ,,გოლა:-ს  დირექტორმა გელა ლაბაძემ მოტყუებული დატოვა. როგორც ეს ხალხი ამბობს, სანამ კაშხალი შენდებოდა გელა ლაბაძე მათ ამ წლის განმავლობაში პირდებოდა ხელფასს, მაგრამ…”ერთი წელიც გავიდა, თვითონ კი აღარ გამოჩნდა და დაიკარგა. შპს ,,გოლა” ერთ-ერთ ქვეკონტრაქტორი იყო კაშხლის მშენებლობაში. იგი თავის მხრივ დაქირავებული ჰქონდა ,,ნიუ ენერჯის”, რომელიც ასევე პასუხისმგებელი იყო მშენებლობის ხარისხზე და მუშების შრომის ანაზღაურებაზე.

,,ვურეკავთ და ის ნომერი რაც ქონდა გამორთულია, თბილისშიც ვიყავით იმ მისამართზე სადაც შ.პ.ს ,,გოლა”-ს ოფისია, იქ გვითხრეს ოფისი სხვაგან გადაუტანიათ ,მაგრამ არავინ იცის სად. საერთო ნაცნობი არავინ გვყვავს ,”- ამბობს  ერთ -ერთი დაზარალებული. ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ნაზიმ როსტომოვი: ,,შარშან ივნისის თვე იყო, მოვიდა  ეს კაცი გელა ლაბაძე და მითხრა, დაიწყეთ  კაშხლის შენება, დაიქირავე მუშები და ფულს მე გადაგიხდიო. შევკრიბე რამოდენიმე ადამიანი ვინც აშენებაში მომეხმარებოდა, ესენი იყვნენ: ეკა გაჩეჩილაძე (ჭურჭლის მრეცხავი), გაიოზ კახნიაშვილი (ყარაული), ჯუმბერ ხაჩირაშვილი (მპოვარი), ვოვა აირაპეტიანი (ჩამსხმელი) და ა.შ. თან შეგვპირდნენ ჭამისასაც ჩვენ გადაგიხდით, მაგრამ რამდენჯერმე დაგვიტოვა პურის ფული, იმის შემდეგ კი აღარაფერი მოუცია, სულ ჩვენი ფულით ვჭამდით, კაცზე უნდა მოეცათ 5 ლარი, თან  დღეში ორჯერ ხომ უნდა გვეჭამა? მძღოლებიც გვყვავდნენ, რამდენ ადამიანს უნდოდა ჭამა, მაგრამ მაინც არ გვიტოვებდა ფულს. მას შემდეგ ამდენი ხანი გავიდა. დასრულდა მშენებლობა, ჩავაბარეთ ობიექტი. გვეგონა ფულს მოგვცემდა მაგრამ….. ერთ-ერთმა მუშამ მიაგნო ამას წინათ, ფული რომ მოსთხოვა იმან უთხრა ცოტა ხანი მაცალეო. თან ახალ სამსახურს დაგაწყებინებთ და ფულსაც გადაგიხდითო. მის შემდეგ კი აღარ გამოჩენილა, აღარავის უნახავს.”

ნოდარ ჯილავდარი-მძღოლი – ,,მე მძღოლად ვმუშაობდი. კასპიდან მტკვრიდან ვზიდავდით ხრეშს თედოწმინდაში. იქ ედგათ მაგათ ,,დრაბილკა”. გზაზეც გვაზიდინეს. კასპშიც ვიმუშავე, სამთავისშიც და გორშიც, მაგრამ არცერთგან არ გადამიხადეს. ერთხელ მომცეს გორში ფული და ისიც სულ რაღაც მცირე თანხა მის შემდეგ არაფერი მოუციათ. რეხიდან ვარ იქ ვცხოვრობ. ყოველდღე იქიდან ხომ ვერ ვივლიდი, ამიტომ მანქანაში მეძინა ხოლმე. საჭმელი თავიდან რამდენჯერმე მოგვიტანეს, მაგრამ მერე აღარ მოჰქონდათ და ჩვენ თვითონ ვჭამდით ჩვენი ფულით. 700 ლარი ერთგან აქვთ მოსაცემი. ხელშეკრულება გვქონდა გაფორმებული და ფაქტურებიც არის. ერთხელ დავურეკე და ფული ერთ კვირაში იქნებაო ,მეორედაც ეგრე მითხრეს, მესამედაც რომ იგივე მითხრეს მე ვუთხარი, რით ვეღარ გავიდა ეგ ერთი კვირა მეთქი. ვკითხე სად არის ოფისი, მე თვითონ მოვალ თქვენთან მეთქი, მაგრამ  მითხრეს რათ გინდა ოფისი,  ჩვენ თვითონ ჩამოგიტანთ სახლში ფულსო. იმის მერე 1 წელი გავიდა .იქიდან მშენებლობის დასრულების შემდეგ  ყველაფერი წაიღეს. თბილისში კი ოფისიც აღარ აქვთ  იმ ადგილას. ყველას უჭირდა ვინც იქ მუშაობდდა. ერთი ხაშურელი კაცი იყო  ეხვეწებოდა ცოტა ფული მაინც მომეცი ბავშვებს ჩუსტები ვუყიდოო. არ ვიცით რა ვქნათ ყველა თავს იკავებს ვინც კი ასე დაზარალდნენ. გავებით აფერისტი ხალხის მახეში. ეს არის იგივე ტრეფიკინგი.”

კატეგორიები:სტატიები
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი