მთავარი > სტატიები > არსოშვილმა ადმინისტრაციული შენობა აკურთხებინა

არსოშვილმა ადმინისტრაციული შენობა აკურთხებინა


შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფომაციით, 20 აგვისტოს გუბერნატორ ზურაბ არსოშვილის ინიციატივით გორის ადმინისტრაციული  შენობა  აკურთხეს.   კურთხევის რიტუალი  სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა  მეუფე ანდრიამ  ჩაატარა სამღვდელოებასთან ერთად.

,,გილოცავთ, დღეს მნიშვნელოვანი დღეა ამ შენობაში მომსახურე ადამიანებისთვის, რადგან უფლის მადლით შეიმოსა აქაურობა. მთავარი ახლა   ამ მადლის  შენარჩუნებაა. შეიძლება ბევრს ჰგონია, რომ კურთხევით მადლი სამუდამოდ  აქ დარჩება. ეს ასე არ არის.  შრომას და საქმის კეთების სურვილს  ღვთისკენ მუდმივი სწრაფვა უნდა ახლდეს თან. მხოლოდ ამით შევძლებთ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ ის მადლი, რომელმაც დღევანდელ დღეს დაივანა  ამ შენობაში.“ – ამ სიტყვებით მიულოცა მეუფე ანდრიამ შენობის კურთხევა  გუბერნიის, საკრებულოსა და გამგეობის  თანამშრომლებს, იუწყება პრესსამსახური.

კურთხევის რიტუალის  დასრულების შემდეგ შიდა ქართლის გუბერნატორმა  რეგიონში მოღვაწე მღვდელმთავრებთან  შეხვედრა  გამართა.    შეხვედრაზე სამთავისისა და გორის მიროპოლიტ მეუფე ანდრიასთან ერთად   ბრძანდებოდნენ    ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი  მეუფე იობი და  ნიქოზი – ცხინვალის  მიტროპოლიტი მეუფე ესაია.

,,შეხვედრაზე  ისაუბრეს  სასულიერო და საერო ხელისუფლების  სამომავლო  მჭიდრო ურთიერთობაზე, რაც სამომავლოდ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა  პრობლემის გადასაჭრელად  უნდა იქნეს გამოყენებული.” – იტყობინება პრესსამსახური.

,,დღეს  ძალიან  მნიშვნელოვანი დღეა   ჩვენთვის, რადგან პირველად ეკურთხა გორის ადმინისტრაციული შენობა. ასევე პირველი პრეცედენტია ჩვენს რეგიონში სასულიერო და საერო ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა  თანამშრომლობის მიზნით. ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება და ეკლესია  ერთობლივი ძალებით ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შესძლებს“ – განაცხადა  გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა.

კატეგორიები:სტატიები
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი