მთავარი > ახალი ამბები > აკრედიტაციის გარეშე

აკრედიტაციის გარეშე


მოქალაქეთა ბიუროს გახსნა

მოქალაქეთა ბიუროს გახსნა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ,,ქართლის ხმის” ჟურნალისტებს აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე უარი წერილობით აცნობა. ჯერ კიდევ 2010 წლის 20 ივლისს გაზეთმა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას მიმართა, თუმცა მათი თქმით, გაზეთის რედაქციას ადრესატი შეეშალა. შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და შესაბამისად, ამჯერად უკვე რამდენიმე მედია-საშუალების ჟურნალისტებმა საკითხის გასარკვევად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 თებერვალს მიმართეს. ერთი თვის შემდეგ მოსულ წერილში აღნიშნულია, რომ ,,მუნიციპალიტეტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად გამონაკლისის სახით, აკრედიტაცია კონკრეტულ პიროვნებებს მიანიჭოს”.

როგორც გითხარით, ,,ქართლის ხმამ” აკრედიტაციის მოთხოვნით, ოფიციალურად 2010 წლის 20 ივლისს მიმართა. მანამდე, შიდა ქართლის გუბერნატორმა რაიონის გამგებლებთან გაფართოებულ შეხვედრაზე პირობა დადო, რომ ეს საკითხი მოგვარდებოდა. ამ პირობის ამსახველი აუდიომასალა რედაქციაში დღემდე ინახება.

საშვთა ბიურო 2006 წელს მაშინდელმა გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა დააწესა. საფუძველი იმ დროს სამხარეო პოლიციის შენობასთან მომხდარი ტერორისტული აქტი იყო. დაწესებული საშვთა ბიურო, მაშინდელმა ე.წ. არასამთავრობო სექტორმა, კერძოდ გორის საინფორმაციო ცენტრმა (დამფუძნებელი ზურაბ ჩხეიძე, ამჟამად ვიცე-გუბერნატორი) გააპროტესტა. იმ პერიოდში ზურაბ ჩხეიძე აცხადებდა, რომ ეს იყო დემოკრატიის შეზღუდვა, რადგან საშვთა ბიუროს სახით თვითმმართველ ერტეულთან მოსახლეობას კონტაქტი უჭირს.

2007 წელს მომდევნო გუბერნატორმა ვლადიმერ გეგელაშვილმა საშვთა ბიურო გააუქმა. 2008 წლის ოქტომბერში კიდევ ერთმა მომდევნო გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა საშვთა ბიურო შემოიღო. მისი თქმით, ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეები უწესრიგოდ მოძრაობდნენ.

ოქტომბრის თვეში, საკრებულოს სხდომიდან,  ,,ქართლის ხმის” წარმომადგენელი ვიცე-გუბერნატორმა ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა გაიყვანა და დასწრება აუკრძალა: ,,ამ შენობაში მოქმედებს საშვი, მოქალაქეები შემოდიან შეზღუდვით” – ამბობდა ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა. ,,ქართლის ხმის” კითხვაზე, თუ ვისი იყო ეს ბრძანება, პასუხი იყო ასეთი: ,,მაგას ცალკე შეგხვდები და იქ დაგელაპარაკები. შენ ეხლა მაცდენ და ნუ მიწვევ”.

2008 წელს, საშვთა ბიუროს დაწესება ადგილობრივ მედიას, ,,ქართლის ხმის” გარდა, არავის გაუპროტესტებია. უამრავი ვიდეო-მასალა არსებობს იმისა თუ როგორ ძალის გამოყენებით, ,,ქართლის ხმის” ჟურნალისტებს შენობიდან აძევებდნენ, მაშინ როდესაც სხვა ჟურნალისტებს შენობაში უპრობლემოდ უშვებდნენ. ასე გრძლებოდა 2010 წლის ზაფხულამდე, ვიდრე ეს შეზღუდვები თავადვე არ შეეხოთ. სხვა ადგილობრივი მედიის ან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა უმრავლესობის არც ერთი საპროტესტო ნოტა და განცხადება არ არსებობს. რამდენიმე ჟურნალისტი თავადე შეესწრო ,,ქართლის ხმის” წარმომადგენლების შეურაცხყოფის ფაქტს ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში, თუმცა მათ არანაირი რეაგირება გამოუხატავთ.  2008 წლის 10 დეკემბერს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” სპეციალური სიგელი ,,ქართლის ხმას” გადასცა ჟურნალისტურ საქმიანობაში ინფორმაციის თავისუფლების ხელშეწყობისათვის, სწორედ იმ ვიდეომასალებზე დაყრდნობით, რომელიც იმ პერიოდში სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა.

2010 წლის ივლისში, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას ახალი გუბერნატორი ჩაუდგა სათავეში. მისი მოსვლის შემდეგ, საშვთა ბიუროს წესები სხვა ადგილობრივ ჟურნალისტებზეც გავრცელდა და შესაბამისად მოხდა ამ ჟურნალისტების და მედია-საშუალებების გაერთიანება. 2011 წლის 22 თებერვალს სამმა მედიასაშუელებამ – ,,ქართლის ხმამ”; ,,ხალხის გაზეთმა” და ,,თრიალეთმა” ერთობლივი განცხადებით მიმართეს საკრებულოს, თუმცა ,,ქართლის ხმამ” მიიღო შემდეგი სახის პასუხი:

,,განცხადების პასუხად, სადაც ითხოვდით ჟურნალისტურ აკრედიტაციას, მოგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ფუნქციონირებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, გამგეობა და რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია, თითოეულ სტრუქტურას ჰყავს საზოგადოებასთან და მასმედიის საშუალებებთან საკონტაქტოდ პასუხისმგებელი პირები, რომელთა უშუალო ფუნქციაა პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლებს გაუადვილოს მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება. ამასთან ერთად მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მოქალაქეების მომსახურების ბიურო, რომელშიც ყველა სამსახურის და სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები, ერთი ფანჯრის პრინციპით, ემსახურებიან ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ესაჭიროება მუნიციპალური სერვისებისა თუ საჭირო ინფორმაციის მიღება. საშვთა ბიუროს დანიშნულებაა მოქალაქეების მოწესრიგებული მოძრაობის უზრუნველყოფა შენობაში, ხოლო დაცვის სამსახური პასუხისმგებელია უსაფრთხოებაზე. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად გამონაკლისის სახით აკრედიტაცია მიანიჭოს კონკრეტულ პიროვნებებს”. – პატივისცემით საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე.

,

კატეგორიები:ახალი ამბები
  1. MkK
    აპრილი 7, 2011, 3:27 PM

    ზვიად ხმალაძის გასაგონად – აკრედიტაცია ეძლევა არა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ მედიასაშუალებას – გაზეთს, ჟურნალს, სააგენტოს, საიტს, ტელეკომპანიას… თითოეულ მედიასაშუალებას ეძლევა რამდენიმე საშვი რედაქტორისათვის, რეპორტიორისა და ფოტორეპორტიორისათვის. ეს სქემა მოქმედებს საქართველოს პარლამენტში.

  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი