არქივი

Archive for მარტი 7, 2011

ჩვენ ყველანი ნიჭიერები ვართ…


ლაშა ჩხარტიშვილი

ლაშა ჩხარტიშვილი

ლაშა ჩხარტიშვილი

თეატრმცოდნე

ასეთი სათაური ჰქონდა პროზაიკოს ალი სამსონიას ერთ მოთხრობას, მხოლოდ ,,ნიჭიერი” სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა მნიშვნელობას იძენდა. იმედია, ამჯერადაც გამგები კარგად გაიგებს! სწავლა სიბერემდეაო… დიახ, მე კიდევ ვსწავლობ! პირველად სტუდენტი 1998 წელს გავხდი და დღემდე სტუდენტი ვარ, ოღონდ არა იმიტომ, რომ კურსიდან კურსზე ვერ გადავედი და ნიშნები ვერ მივიღე უმაღლესი სასწავლების დასამთავრებლად, არა! ორი უნივერსიტეტი დავამთავრე და ორივე ე.წ. “წითელ დიპლომზე”, მერე კავკასიის საგაზაფხულო სკოლაშიც ვსწავლობდი და საერთაშორისო ურთიერთობებს ხელოვნებაში და სახელოვნებო სფეროს მარკეტინგს და ბიზნეს დაგეგმარებას ვეუფლებოდი. დავამთავრე ხელოვნებთამცოდნეობის, ფილოლოგიის და თეატრმცოდნეობის ფაკულტეტები. საბაკალავრო და სამაგისტრო განათლების მიღების შემდეგ, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურაშიც ჩავირიცხე სახელწიფო გრანტით მსოფლიო თეატრის ისტორიისა და თეორიის მიმართულებაზე, ახლა კი ერთდროულად ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტიც და ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:თეატრი

,,რამდენად არიან ეს ადამიანები მსახიობები, რა”

მარტი 7, 2011 1 comment

ნარგიზა სალუქაშვილი და ჯაბა კილაძე

ნარგიზა სალუქაშვილი და ჯაბა კილაძე

ნარგიზა სალუქაშვილი

მსახიობი

გორის თეატრის ახალმა ხელმძღვანელობამ მსახიობები სასიკვდილოდ გაწირა. წაართვა საარსებო საშუალება, დარჩნენ ულუკმაპუროდ, უწამლოდ. ხელფასის გარდა მსახიობებს არავითარი სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ. ,,ცრემლითა და ტირილით შევხვდით ახალ წელს, შობას, ძველ ახალ წელს. 15 მსახიობი გაუშვეს თეატრიდან, ყოველი მსახიობის უკან დგას ოჯახი, შვილები, შვილიშვილები, მშობლები. რამდენი ადამიანი გაამწარეს. ,,არავინ გაგვინთავისუფლებია, გამოძახებით არიან!”. ასეთია მათი პასუხი. იცით რას ნიშნავს გამოძახებით მსახიობი? როდესაც ხელფასი აღარ გაქვს. თვეში ორჯერ, სამჯერ გამოგიძახებენ, ითამაშებ სპექტაკლში, მოგცემენ 5-10 ან 20 ლარს. ამით შეიძლება ორჯახმა იარსებოს ერთი თვე? ისინი ამას ,,რეორგანიზაციას” , ხან ,,კასტინგს” უწოდებენ. ,,ვისაც პროფესიული დიპლომი აქვთ, ისინი დავტოვეთ” – ამბობს მმართველი მდინარიძე და სამხატვრო ხელმძღვანელი ნემსაძე. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:თეატრი